
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა.
დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ლამაზი დახვედრა მოუწყვეს. პირველკლასელებმა წიგნიერების სამყაროში თამამად შეაბიჯეს, მათ შემართებაზე ხომ მზრუნველმა და მოსიყვარულე მასწავლებლებმა იზრუნეს და პატარებს სასკოლო ცხოვრების დაწყებით გამოწვეული მღელვარება მასწავლებლებმა სიხარულად უქციეს.
სათხუთმეტსექტემბროდ სასკოლო სივრცე საზეიმოდ მოირთო და მოიკაზმა. სკოლაში მთელი დღე სადღესასწაულო განწყობა ტრიალებდა.
მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცეს დირექციამ და მასწავლებლებმა.
„ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს დიდი სიყვარულით ვულოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. დაე, ყველას გულში ანთებულიყოს ცოდნის ლამპარი“,- აღნიშნავენ სკოლაში.
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
ვიდეო იხილეთ ბმულზე: