„დაე, ეს წელი იყოს ახალი ცოდნისა და უამრავი ლამაზი მოგონების დასაწყისი“ - სართიჭალის N3 სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა
16-09-2026

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება დღესასწაულია. 

ტრადიციულად, წელსაც 15 სექტემბერს მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა. დირექციამ და პედაგოგებმა განსაკუთრებით იზრუნეს მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე - საზეიმოდ მორთული სკოლის ეზო ლამაზი სანახავია. 

სკოლის დირექტორმა, თამილა გელაშვილიმა მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიმართა, სასკოლო ცხოვრების დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი აკადემიური წელი უსურვა.

„ახალი სასწავლო წელი დაიწყო!

გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას!

გისურვებთ წარმატებულ, საინტერესო და ბედნიერ სასწავლო წელს.

დაე, ეს წელი იყოს ახალი ცოდნისა და უამრავი ლამაზი მოგონების დასაწყისი!

წარმატებები ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს!“,- აღნიშნა დირექტორმა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203