ჩამდურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო 
16-09-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა. 

პირველი სასწავლო დღე სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს დღესასწაულად უქციეს, განსაკუთრებით კი იზრუნეს პირველკლასელთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე. 

ეზოში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა. 

პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კუთვნილი კომპიუტერები და სახელმძღვანელოები. 

სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და ყველაზე პატარებს კი დაუვიწყარ საგანმაანთლებლო თავგადასავალს დაჰპირდნენ.

„ვულოცავთ ყველა მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

წარმატებული და ნაყოფიერი წელი ყოფილიყოს ყველასთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში და სასწავლო წელს დიდი შემართებით იწყებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203