განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში „რეპეტიტორიუმის“ დანერგვაზე განმარტებები გააკეთა.
„უახლოეს პერიოდში მუშაობას ვიწყებთ იმ სიახლეზე, რომელიც მომავალი წლიდან დაინერგება, ეს არის „რეპეტიტორიუმი“. დამამთავრებელ კლასებში ახალგაზრდებს ვთავაზობთ, აირჩიონ 3 ან 4 საგანი, რომელთაც ისინი ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ. უნდა შევარჩიოთ პედაგოგები, გადავამზადოთ შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში სახელმძღვანელოები ყველა საგანში უნდა მოვამზადოთ“, - აღნიშნა მიქანაძემ.
მინისტრმა კიდევ ერთ სიახლე დააანონსა და განაცხადა, რომ მომავალი წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს უცხოურ ენად იტალიური ენის ჩაბარება შეეძლებათ.