დაშბაშის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა 
16-09-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

​როგორც ყოველთვის, წელსაც პირველი სასწავლო დღე აქ განსაკუთრებული შემართებით აღინიშნა.  

დირექტორი სასკოლო საზოგადოებას მიესალმა და ნაყოფიერი, წარმატებებით სავსე წელი უსურვა. სიტყვით გამოვიდნენ პედაგოგებიც და ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი შთაბეჭდილებები და მოლოდინები.

მოსწავლეებმა კი მასწავლებლები ნიჭითა და შემოქმედებითობით გაახარეს და სასწავლო წლის დაწყება ლექსებით მიულოცეს.

სკოლაში მთელი დღე სადღესასწაულო განწყობა ტრიალებდა.

პირველი სასწავლო დღე ნამდვილად შედგა, ყველა დადებითი ემოციებით დაიმუხტა. სკოლის ისტორიას კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მოგონება შეემატა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203