
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის დღესასწაულია.
საზეიმო დღე ტრადიციულად სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო.
სკოლის დირექტორი და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე ყოველთვის ზრუნავენ. წელსაც მოსწავლეთა დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ და ყველაფერი გააკეთეს, რომ ბავშვებისთვის სასწავლო პროცესის დაწყება ზეიმად ექციათ.
ლამაზი სანახავი იყო - ახალ სასკოლო ფორმებში გამოწყობილი პირველკლასელები, საგულდაგულოდ გაფორმებული საკლასო ოთახები, ფოიე, ერთი წლით გაზრდილი მოსწავლეები
მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლის დირექტორმა, ნაზი საბანიძემ, ვრცელი მისალმებით მიულოცა და მათ წარმატებები, საინტერესო აღმოჩენები და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.
საზეიმო ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები სიგელებითა და საინტერესო წიგნებითაც დაჯილდოვდნენ.
განსაკუთრებული ემოცია კი სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულების სამადლობელ სიტყვებს მოჰყვა - მათ სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და იმ გამოცდილებასა და მოგონებებზე ისაუბრეს, რომლებიც სასკოლო ცხოვრებას უკავშირდება.
სკოლაში ახალი სასწავლო წელი ახალი მიზნებით, მოლოდინებითა და საზეიმო განწყობით გაგრძელდა.
იხილეთ ფოტოები: