ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში ახალი, 2025-2026 სასწავლო წელი ზარ-ზეიმით დაიწყო.
15 სექტემბერს სკოლის შენობა ბავშვების ჟრიამულით აივსო. პირველკლასელებს დირექციამ, პედაგოგებმა და მე-12 კლასელებმა გამორჩეული დახვედრა მოუწყვეს და პირველი სასწავლო დღის მღელვარება ზეიმად უქციეს.
ღონისძიება მე-12 კლასის მოსწავლეებმა დაგეგმეს და გამართეს. ისინი პირველკლასელთა დასახვედრად მართლაც განსაკუთრებულად მოემზადნენ და ახალი თაობის შესვლა გამორჩეულად აღნიშნეს. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი ფატიმა ხოცანიანი.
სკოლის ეზოში მართლაც ლამაზი სანახაობა მოეწყო - მოსწავლეებმა იცეკვეს, იმღერეს და ბევრი იმხიარულეს.
სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: