
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, რამდენიმე საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ცვლილებები შეეხო.
გორის მუნიციპალიტეტის, პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლას საშუალო საფეხური დაემატა - აქამდე ადგილობრივ მოსწავლეებს საბაზო საფეხურის (მე-9 კლასი) დასრულების შემდეგ განათლების მისაღებად სხვა სოფლებში ან ქალაქ გორში უწევდათ გადასვლა.
კასპის მუნიციპალიტეტის, ლამისყანის საჯარო სკოლას დავით გურამიშვილის სახელი მიენიჭა, ხოლო სამტრედიის N1 საჯარო სკოლას - ირაკლი ქუთათელაძის სახელი.