
შპს N1 (გოქაძის) სკოლაში სასწავლო წლის დაწყება დიდი დღესასწაულია.
მოსწავლეთა დაბრუნება სკოლაში გამორჩეულად ახარებთ. წელსაც არ უღალატეს ტრადიციას და ეს დღე დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს.
მოსწავლეთა მონაწილეობით სკოლის ეზოში ღონისძიება გაიმართა, რომელმაც სკოლაში ჯადოსნური განწყობა დაატრიალა.
დღის მთავარი გმირები, ტრადიციულად პირველკლასელები იყვნენ, რომელთაც სასკოლო ცხოვრების დაწყება საყვარელმა ზღაპრის გმირებმა მიულოცეს. ანიმატორებმა პატარები არაერთ სახალისო აქტივობაში ჩართეს და ბავშვებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
სკოლის დირექტორმა, გოჩა გოქაძემ სასკოლო საზოგადოებას მიმართა, სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა და წარმატებული და ბედნიერი აკადემიური წელი უსურვა.
„დაიწყო ახალი სასწავლო წელი!
ვულოცავ ყველა მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
განსაკუთრებით კი ჩვენს პატარა პირველკლასელებს — წინ გელოდებათ საოცარი, საინტერესო და ბედნიერი თავგადასავალი!
გისურვებთ უამრავ წარმატებას, ახალ აღმოჩენებს, საინტერესო გაკვეთილებს და ბევრ ლამაზ დღეს სკოლაში!
წარმატებული და ბედნიერი სასწავლო წელი ყველას!
სკოლა ყველაფერს აკეთებს, რათა მათ სრულყოფილი განათლება მისცეს, ამის უამრავი მაგალითი არსებობს და დარწმუნებული ვარ თქვენი, შრომით, მონდომებით და მიზანდასახულობით ბევრჯერ ასახელებთ სკოლას, მშობლებს და ქვეყანას. კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ სკოლის დაწყებას, თქვენ ჩვენი მომავალი თაობა და სიამაყეები ხართ!“,- აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა.
იხილეთ ფოტოები: