განათლებაში საშუალო ხელფასი 101 ლარით გაიზარდა - საქართველოში ანაზღაურება კი 2300 ლარზე მეტია
16-09-2026

2026 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.0 პროცენტით ანუ 177.3 ლარით გაიზარდა და 2389.3 ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4 400.4 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.4 პროცენტით);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 4 074.1 ლარი (გაიზარდა 9.2 პროცენტით);
  • მშენებლობა - 3 496.6 ლარი (გაიზარდა 0.8 პროცენტით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 3 304.8 ლარი (გაიზარდა 10.3 პროცენტით).

რაც შეეხება განათლებას, აღნიშნულ სფეროში გასული წლის 1367 ლარი იყო საშუალო ნომინალური ანაზღაურება, ხოლო წელს 1468 ლარია.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერია ქ. თბილისი და მცხეთა- მთიანეთი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203