„მომავალი ჩვენია!“ - ახალი სასწავლო წლის საზეიმო დილა და დირექტორის გულითადი მილოცვა ბარდნალის საჯარო სკოლაში
15-09-2026

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის დღესასწაულია. 

აქ ახალი თაობის მიღება განსაკუთრებულად ახარებთ. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე ზრუნავენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ პატარებს სასკოლო ცხოვრების დაწყება ზეიმად უქციონ

ახალი სასწავლო წლის საზეიმო დილა ბარდნალის საჯარო სკოლაშიც სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო.

წელს სკოლის კარი სამმა პირველკლასელმა შეაღო. სასკოლო ცხოვრების დაწყება პატარებს გამორჩეულად მიულოცეს. მათ საჩუქრად კომპიუტერები გადაეცა.

შემდეგ იყო პირველკლასელთა ლექსები, მილოცვები, ბოლოს - სახელმწიფო დროშის აღმართვა და სასწავლო პროცესის დაწყების მაუწყებელი ზარი.

სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას დიდი სიყვარულით ულოცავს და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებს.

„ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლა ყველა მოსწავლეს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, გილოცავთ, ახალ, 2026-2027, სასწავლო წელს!

წარმატებებს გისურვებთ ცოდნის ძიების საინტერესო გზაზე! 

ყმაწვილი უნდა სწავლობდეს

საცნობლად თავისადაო,

ვინ არის სიდამ მოსულა,

სად არის წავა სადაო!“,- აღნიშნავს დირექტორი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203