ქუთაისის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დირექციამ და პედაგოგებმა ლამაზი დახვედრა მოუწყვეს
15-09-2026

ქუთაისის N9 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ლამაზი დახვედრა მოუწყვეს. პირველკლასელებმა წიგნიერების სამყაროში პირველი ნაბიჯები თამამად გადადგეს, რადგან პატარებს სასკოლო ცხოვრების დაწყებით გამოწვეული მღელვარება მასწავლებლებმა სიხარულად უქციეს.

პირველკლასელთა დასახვედრად სკოლაში განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახები საზეიმოდ მოირთო და მოიკაზმა

სკოლაში მთელი დღე სადღესასწაულო განწყობა ტრიალებდა - იყო ამაღლებული განწყობა, ბევრი სიხარული, სასიამოვნო სანახავი იყო მოსწავლეთა ბედნიერი სახეები, ლამაზად მორთული სკოლის დერეფნები და საკლასო ოთახები.

გამორჩეული იყო სკოლის დირექტორის, სოფიო ქუთათელაძის ამაღელვებელი მიმართვა. 

მან მოსწავლეებს წარმატება უსურვა და დალოცა ცოდნის ტაძარში შემოსული პირველკლასელები, რომლებიც სიამაყით აცხადებენ, მე ოფიციალურად პირველკლასელი ვარ!

„განსაკუთრებული დახვედრა და ეს დღე არასდროს დაავიწყდებათ პატარებს“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც მოსწავლეთა მოტივაციაზე ზრუნვა ყოველდღიური სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილია, სასწავლო წლის დასაწყისი კი - ყოველთვის დიდი ზეიმი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203