„გისურვებთ ენერგიით, წარმატებებითა და ახალი მიღწევებით სავსე, ნაყოფიერ სასწავლო წელს!“- ქუთაისის N40 სკოლის დირექტორის მილოცვა სასკოლო საზოგადოებას
15-09-2026

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციაზე ზრუნვა ყოველდღიური სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილია, სასწავლო წლის დასაწყისი კი - ყოველთვის დიდი ზეიმი. 

ტრადიციულად წელსაც სკოლაში მოსწავლეთა დასახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ. 

სასწავლო პროცესის განახლებამდე კი სკოლის დირექტორმა ნინო ვარდოსანიძემ სასკოლო საზოგადოებას მიმართა და სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა. 

„ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო და პედაგოგებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

სკოლის კარი კვლავ ფართოდ იღება ახალი ცოდნის, აღმოჩენებისა და საინტერესო თავგადასავლებისთვის.

გისურვებთ ენერგიით, წარმატებებითა და ახალი მიღწევებით სავსე, ნაყოფიერ სასწავლო წელს!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203