
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან განათლებას სთავაზობს, რაც მათ სასწავლო მოტივაციასა და მიღწევებზე აისახება. სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს. მათ შორისაა ანანო ომიაძე, რომელიც 2026 წლის ოროსმედალოსანია.
ანანოს აკადემიური წარმატება ახლახან საზეიმოდ აღინიშნა, ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ წარჩინებულის სიგელითა და 500 ლარით დააჯილდოვა.
სკოლაში კურსდამთავრებულს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და ბედნიერ მომავალსა და მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ასკანის საჯარო სკოლა ულოცავს ჩვენს კურსდამთავრებულს, ანანო ომიაძეს, ოქროს მედალოსნობას!
ანანოს წარმატება ოფიციალურად აღინიშნა ქალაქ ოზურგეთში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე, სადაც წარმატებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს ოზურგეთის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გია ანთაძემ, გურიის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში ვასილ ჩიგოგიძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ და შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.
ამ ზეიმზე სიხარულს იზიარებდა ანანოს ოჯახი, დამრიგებელი და დირექტორი!
ეს ოქროს მედალი არის სკოლის, მოსწავლისა და მასწავლებლების ერთობლივი, დაუღალავი შრომის შედეგი.
შეუძლებელია არ აღინიშნოს მასწავლებლის ღვაწლი!
ღირებულებაა, როდესაც მოსწავლე აცნობიერებს სკოლის როლს, პატივს სცემს მასწავლებლის ამაგს და თავისი შრომით ამართლებს მათ იმედებს.
ანანო, გისურვებთ დიდ წარმატებას გზასავალზე!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: