
თბილისის N143 საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო.
დირექციამ და პედაგოგებმა პატარებს ნამდვილი დღესასწაული აჩუქეს. სპეციალურად მათთვის გაიშალა წითელი ხალიჩა. პირველკლასელებმა ცოდნის ტაძარში საზეიმოდ შეაბიჯეს. სასკოლო ცხოვრების დაწყება ბავშვებს მიულოცეს დირექტორმა და პედაგოგებმა.
პირველკლასელთა დასახვედრად სკოლაში განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - გამორჩეულად მოირთო და მოიკაზმა საკლასო ოთახები. პატარებს კუთვნილი კომპიუტერები და სახელმძღვანელოები გადაეცათ.
სკოლის დირქტორმა თამარ ჭარბაძემ სასკოლო საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით იულოცა.
„თბილისის N143 საჯარო სკოლა გილოცავთ ახალ 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას!
განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად შემოაბიჯებენ სკოლის სამყაროში.
ჩვენს მოსწავლეებს ვუსურვებთ საინტერესო, ნაყოფიერ და წარმატებულ სასწავლო წელს. გვინდა, ჩვენს სკოლაში თითოეული თქვენგანი გრძნობდეს თავს დაცულად, თავისუფლად და დაფასებულად.
გისურვებთ მშვიდობიან და ნაყოფიერ სასწავლო წელს“,- აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელომა და მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს დაჰპირდა.
იხილეთ ფოტოები: