„ცოდნით, თავდაჯერებითა და გონიერებით ევლოთ წინ“ - კერძო სკოლა „ლომისის“ დირექტორი სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
15-09-2026

კერძო სკოლა „ლომისში“ ახალი სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის დღესასწაულია. 

ტრადიციულად, წელსაც მოსწავლეთა დასახვედრად სკოლაში განსაკუთრებულად მოემზადნენ დირექტორი თამარ ბარძიმაშვილი და პედაგოგები. 

დირექტორმა სასკოლო საზოგადოებისთვის ახალი სასწავლო წლის მისალოცი ვიდეორგოლი ჩაწერა.

სკოლის ხელმძღვანელი სასკოლო საზოგადოებასა და სრულიად საქართველოს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და მათ წარმატებულ, მშვიდობიან და განვითარებით სავსე სასწავლო წელს უსურვებს.

დირექტორი განსაკუთრებულად მიმართავს პირველკლასელებს, რომლებისთვისაც სკოლაში მისვლა ცხოვრების ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისია.  დირექტორი მოსწავლეებს უსურვებს ცოდნის გამდიდრებას, მასწავლებლებს მხნეობასა და შემოქმედებითობას, მშობლებს კი - შვილების წარმატებით სიამაყეს.

„ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, მასწავლებლებო გილოცავთ, ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ვულოცავ სრულიად საქართველოს ახალ სასწავლო წელიწადს! განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს მათთვის ხომ ცხოვრების სულ ახალი, საინტერესო, მნიშვნელოვანი ეტაპი და გზა იწყება. ჩვენი ქვეყნის მოსწავლეებს ვუსურვებ ცოდნით, თავდაჯერებით, გონიერებით ევლოთ წინ, მასწავლებლებს მხნეობას, გამძლეობას, შემოქმედებითობას, ხოლო მშობლებს ვუსურვებ მუდმივად ამაყნი, ბედნიერნი და გახარებულნი ყოფილიყვნენ საკუთარი შვილების წარმატებებით. ეს სასწავლო წელი ყოფილიყოს მშვიდობის, განვითარების, მიღწევების, წინსვლის, ლამაზი მოგობებების წელი სრულიად საქართველოსთვის, გილოცავთ!“,- აღნიშნავს 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203