თბილისის N79 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა დასახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ
15-09-2026

თბილისის N79 საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა. 

მოსწავლეთა დასახვედრად დირექცია და პედაგოგები საგანგებოდ მოემზადნენ და ყველაფერი გააკეთეს, რომ მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერი ზეიმად ექციათ. 

სკოლაში განთავსდა მრავალფეროვანი საზეიმო დეკორაციები, მოირთო და მოიკაზმა საკლასო ოთახები. 

საზეიმო მიღებამ, ფერადმა საკლასო ოთახებმა, გულთბილმა მილოცვებმა მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.

დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს და ცოდნის, მეგობრობისა და სასიამოვნო აღმოჩენების წელი უსურვეს. 

„ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო, მშობლებო!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

გისურვებთ წარმატებულ, საინტერესო და ბედნიერ სასწავლო წელს!

დაე, ყოველი დღე ახალი ცოდნის, მეგობრობისა და სასიამოვნო აღმოჩენების მომტანი ყოფილიყოს.

სიყვარულით თბილისის 79-ე საჯარო სკოლა“,- საზეიმოდ აღინიშნა სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203