
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის დაწყებას საზეიმოდ შეხვდა.
მოსწავლეთა დასახვედრად დირექცია და პედაგოგები საგანგებოდ მოემზადნენ და ყველაფერი გააკეთეს, რომ მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერი დღესასწაულად ექციათ.
პირველკლასელთა საზეიმო მიღებამ, თბილი მილოცვებმა, საგანგებოდ მორთულ-მოკაზმულმა საკლასო ოთახებმა და ლამაზმა ღონისძიებამ ამ დღეს კიდევ უფრო განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა.
როგორც სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური აღნიშნავს, სასწავლო წლის დაწყებას სკოლა სრულად მომზადებული შეხვდა. მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, თბილი და მეგობრული გარემოს შექმნაზე სკოლის თითოეულმა თანამშრომელმა იზრუნა.
დირექტორის თქმით, განსაკუთრებით ემოციური და მნიშვნელოვანი ეს დღე პირველკლასელებისთვისაა, რომლებიც სასკოლო ცხოვრების პირველ ნაბიჯებს დგამენ. სკოლაში მათ ახალი მეგობრები, პედაგოგების მხარდაჭერა და მზრუნველი გარემო ელოდებათ.
„ძვირფასო მოსწავლეებო, განსაკუთრებით ჩვენო საყვარელო პირველკლასელებო, პატივცემულო პედაგოგებო, სკოლის თანამშრომლებო და მშობლებო!
გილოცავთ 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას!
დღეს სამთაწყაროს საჯარო სკოლამ კვლავ გულთბილად გააღო კარები. ის თბილი, ლამაზი და უსაფრთხო გარემო, სადაც დღეს ჩვენი მოსწავლეები შემოდიან, სკოლის თითოეული თანამშრომლის დიდი ზრუნვისა და დაუღალავი შრომის შედეგია.
ჩვენო ძვირფასო პირველკლასელებო!
დღეს თქვენთვის სრულიად ჯადოსნური სამყაროს კარები იღება. ნუ ნერვიულობთ, რადგან აქ დაგხვდებათ დიდი სიყვარული, ახალი მეგობრები და ადამიანები, რომლებიც მთელი გულით იზრუნებენ თქვენს თითოეულ ნაბიჯზე. სკოლა თქვენი მეორე თბილი სახლი გახდება!
ერთიანი ზრუნვა და საერთო ძალისხმევა იმისათვის, რომ სკოლაში შემოდგმულ პირველივე ნაბიჯიდან თითოეულ მოსწავლეს სითბო, სიმშვიდე და სადღესასწაულო განწყობა იგრძნოს, უზარმაზარი როლი შეასრულა სკოლის ყველა თანამშრომელმა. თითოეულმა მათგანმა საკუთარი წვლილი და გული ჩადო იმ სივრცის მომზადებაში, სადაც დღეს სასწავლო წელი იწყება.
მეგობრული მხარდაჭერით გაერთიანებულია სკოლის თითოეული თანამშრომელის გულშემატკივრობამ გახადა შესაძლებელი, რომ სამთაწყაროს საჯარო სკოლა ქცეულიყო ადგილად, სადაც ყველას შრომა დაფასებულია და სადაც მოსწავლეებს სიხარულით ელოდებიან.
ჩვენი გულწრფელი სურვილები:
პირველკლასელებს - მხიარულ, ფერად და საინტერესო მოგზაურობას ცოდნის სამყაროში!
ყველა მოსწავლეს - ახალ აღმოჩენებსა და დიდ წარმატებებს!
პედაგოგებსა და სკოლის თითოეულ თანამშრომელს - ჯანმრთელობას, ენერგიასა და იმ სიხარულს, რასაც გაღიმებული ბავშვების თვალები ჰქვია.
მშობლებს - სიამაყეს თქვენი შვილების ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯით.
სიყვარულით, მშვიდობითა და წარმატებებით სავსე 2026-2027 სასწავლო წელს გისურვებთ“,- ვკითხილობთ სამთაწყაროს საჯარო სკოლის დირექტორის ეკატერინე ჩიტაურის წერილში.