
თბილისის N133 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის დღესასწაულია.
აქ ახალი თაობის მიღება განსაკუთრებულად ახარებთ. ტრადიციულად, წელსაც მოსწავლეთა დასახვედრად დირექტორი ლიანა ფუტკარაძე და პედაგოგები საგანგებოდ მოემზადნენ და ყველაფერი გააკეთეს, რომ მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერი ზეიმად ექციათ.
საზეიმო მიღებამ, მორთულ-მოკაზმულმა საკლასო ოთახებმა და ლამაზმა ღონისძიებამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.
„ყოველთვის მოუთმენალად ველოდებით როდის ახმაურდება მთავარი ადამიანების სიცილ -კისკითა და ბედნიერი ჟრიამულით ,ჩვენი ცოდნის ტაძარი!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა მოტივაციასა და მათი განწყობის ამაღლებაზე გამორჩეულად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: