
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში შესული ცვლილებების მიხედვით, მასწავლებლებმა, რომლებიც 2 სკოლაში მუშაობენ რესურსცენტრის დონეზე ფუნქციის შესასრულებლად, ერთი კონკრეტული საგანმანათლებლო რესურსცენტრი უნდა აირჩიონ.
უფრო კონკრეტულად, როგორც სქემაში ვკითხულობთ: თუ მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი დასაქმებულია ორ ან მეტ სკოლაში, რომელიც სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის დონეზე ფუნქციის შესრულებისთვის/ფუნქციის შესრულების უფლების მოპოვებისთვის მან უნდა შეარჩიოს კონკრეტული საგანმანათლებლო რესურსცენტრი.