
თბილისის №219 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს ახალი იმედებით, მიზნებითა და შესაძლებლობებით ხვდება.
როგორც სკოლაში აცხადებენ, სასწავლო პროცესის გასაახლებლად სკოლა სრულ მზადყოფნაშია და მოსწავლეებს ცოდნის, აღმოჩენებისა და საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე წელს ჰპირდება.
„15 სექტემბერს თბილისის №219 საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის კარს განსაკუთრებული სიხარულითა და შემართებით გააღებს.
სკოლა სასწავლო პროცესის დასაწყებად სრულად მომზადებული ხვდება ჩვენს მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს. მზად ვართ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო გზა ერთად გავიაროთ — ცოდნის, აღმოჩენების, წარმატებებისა და პიროვნული განვითარების გზა.
ახალი სასწავლო წელი განსაკუთრებით ემოციურია პირველკლასელებისთვის, რომლებიც პირველად შემოდიან სკოლის დიდ და ჯადოსნურ სამყაროში. მათთვის ეს დღე ახალი თავგადასავლის დასაწყისია — პირველი ზარი, პირველი მასწავლებელი, პირველი მეგობრები და უამრავი ოცნება.
ჩვენი სკოლის თითოეული მოსწავლის წარმატება, მათი შესაძლებლობების გამოვლენა და ბედნიერი სასკოლო წლები ჩვენი მთავარი საზრუნავია.
გვჯერა, რომ წინ გველოდება საინტერესო, ნაყოფიერი და წარმატებებით სავსე სასწავლო წელი!
ერთად შევქმნათ სკოლა, სადაც ცოდნა, მეგობრობა, პატივისცემა, სიყვარული და ერთმანეთის მხარდაჭერა ყოველდღიურობის ნაწილია.
გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს — კეთილი იყოს თქვენი მობრძანება №219 საჯარო სკოლის დიდ ოჯახში!
წარმატებულ, ბედნიერ და შთამბეჭდავ სასწავლო წელს გისურვებთ!“, - ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ წერილში.
იხილეთ ფოტოები: