„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები
12-09-2026

განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ სატელევიზიო ეთერში იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც სასწავლო წლის დაწყებამდე მეტად აქტუალური გახდა, მათ შორისაა სახელმძღვანელოები, სასკოლო ფორმები და ცვლილებები.

„შემოგვაქვს I, VII და X კლასებში ჰუმანიტარული და „სტემ“ მიმართულებით სახელმძღვანელოები, ასევე, რიგ სხვა კლასებშიც გარკვეული სახელმძღვანელოები, რომლებიც სრულიად ახალია და ერთი სტანდარტის იქნება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში“, - აღნიშნა მინისტრმა, რომელმაც დასძინა, რომ სასკოლო ფორმის კულტურის შემოტანა და გაჯეტების შეზღუდვაც უმნიშვნელოვანესია. 

გარდა ამისა, მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებაზე სასწავლო პროცესში და აღნიშნა, რომ აპირებენ, დანერგონ სმარტ-კლასები, ასევე პროფორიენტაციის პროგრამა, რომელიც მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეებს შეეხებათ:

„ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შემოვიღოთ სმარტ-კლასები, რომელიც ხელს შეუწყობს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით სხვადასხვა პროგრამის შესწავლას. გარდა ამისა, პროფორიენტაციის მიმართულება სკოლებში არ არის და წელს ვაპირებთ, მე-9 და მე-10 კლასებში პილოტურად დავნერგოთ. ეს სავალდებულო არ იქნება და აქაც ხელოვნური ინტელექტის კომპონენტია - შეივსება ანკეტები და მოხდება მონაცემების დამუშავება“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203