სკოლებს უფლება აქვთ, საგნის კომბინირებული გამოცდა ჩაატარონ
11-09-2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულებაში ცვლილებები შევიდა.

დოკუმენტით განისაზღვრა, რა შემთხვევაში ენიჭება სკოლას უფლებამოსილება, ჩაატაროს რომელიმე საგანში კომბინირებული გამოცდა:

„ერთსა და იმავე საგანში ერთდროულად 2 ან მეტი კლასის ექსტერნატის ფორმით დაძლევის შემთხვევაში დაწყებით და საბაზო საფეხურებზე სკოლა უფლებამოსილია ჩაატაროს საგნის კომბინირებული გამოცდა, რომელიც იძლევა თითოეული კლასის გამიჯნულად შეფასების შესაძლებლობას“, ვკითხულობთ მინისტრის ბრძანებაში.

რაც შეეხება სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ და ასევე არჩევით საგნებს, V კლასის II სემესტრიდან მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით და აქედან გამომდინარე, ექსტერნმა თითოეულ საგამოცდო საგანში უნდა მიიღოს შეფასება - „ჩაეთვალა“.

დოკუმენტი სრულად იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203