სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია
13-09-2026

2026 წლის პირველი სექტემბრიდან უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარებას ახორციელებს ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც პირს სურს სწავლის გაგრძელება.

უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების დაწყებითი ან საბაზო განათლების აღიარების მიზნით, პირმა განაცხადით უნდა მიმართოს სკოლას და წარუდგინოს უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებულ ასლს სანოტარო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად. საერთაშორისო დაცვის მქონე პირი გათავისუფლებულია უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისგან.

დაწყებით ან საბაზო საფეხურზე სწავლის გაგრძელების მიზნით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება:

ა) ატარებს გასაუბრებას და/ან ტესტირებას სწავლების ენის ფლობის დონის დადგენისა და სხვა საგნებში აკადემიური ცოდნის დონის განსაზღვრის მიზნით;

ბ) სრულწლოვან პირთან ან არასრულწლოვანი პირის კანონიერ წარმომადგენელთან შეთანხმებით, სკოლისათვის წარდგენილი უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესაბამისად განსაზღვრავს დაწყებით ან საბაზო საფეხურზე ასაკის შესაბამის კლასს ან არაუმეტეს 2 კლასით დაბალ კლასს. სკოლასა და მშობელს შორის კლასის განსაზღვრასთან დაკავშირებული უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება მშობლის გადაწყვეტილებას;

გ) მოსწავლეს ჩარიცხავს დაწყებით ან საბაზო საფეხურზე ექსტერნატის პროცედურების გავლის გარეშე;

დ) სწავლების ენის ფლობის დონისა და სხვა საგნებში/საგნობრივ ჯგუფებში აკადემიური ცოდნის გათვალისწინებით, მოსწავლის სოციალიზაციის ხელშეწყობისა და სასკოლო გარემოში ადაპტაციისთვის ადგენს რემედიაციის პროგრამას არაუმეტეს 2 სასწავლო წლის ვადით კონკრეტული სასწავლო წლისთვის ცალ-ცალკე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203