„მადლობა, თითოეულ მოსწავლესა და პედაგოგს განათლების ხარისხის ამაღლებაში შეტანილი წვლილისთვის“ - თბილისის N117 სკოლა PISA-ს კვლევაში მონაწილეობდა
11-09-2026

თბილისის N117 საჯარო სკოლამ მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. 

PISA ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო შეფასება, რომელიც ობიექტურად ასახავს მოსწავლეთა ფუნქციური ცოდნის დონეს.

ახლახან, კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომელსაც თბილისის N117 საჯარო სკოლაში ეხმიანებიან. 

„PISA 2025-ის კვლევამ საქართველოს მოსწავლეთა მიღწევების ისტორიული ზრდა დააფიქსირა! განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო. მადლობა თითოეულ მოსწავლესა და პედაგოგს ჩვენი განათლების ხარისხის ამაღლებაში შეტანილი წვლილისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

PISA საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე ფართომასშტაბიანი კვლევაა, რომელსაც ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OECD) ახორციელებს. კვლევის შედეგების ანალიზი ქვეყნებს სასკოლო სისტემაში არსებული მდგომარეობის შეფასებაში ეხმარება. კვლევის ფარგლებში ფასდება 15 წლის მოსწავლეების მზადყოფნა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203