ახალი მოთხოვნები მაგისტრანტებისთვის 2027 წლიდან ამოქმედდება - მთავრობის გადაწყვეტილება ძალაშია
24-09-2026

2027-2028 სასწავლო წლიდან საქართველოში მაგისტრატურაზე სწავლის მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის ახალი მოთხოვნები ამოქმედდება. 

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ცვლილებების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოში საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების გარეშე სწავლის უფლება აქვთ, ვალდებულნი იქნებიან დაადასტურონ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის ცოდნა B2 დონეზე

ენის ცოდნის დადასტურება შესაძლებელი იქნება ორი გზით: კანდიდატმა უნდა წარადგინოს საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი ან ჩააბაროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ენის გამოცდა.

თუ მაგისტრატურის პროგრამა ქართულ ენაზე ხორციელდება, კანდიდატს სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარებაც მოუწევს.

უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი მისი წარდგენის მომენტში მოქმედი უნდა იყოს. თუ სერტიფიკატის გამცემ ორგანიზაციას დოკუმენტის მოქმედების კონკრეტული ვადა არ აქვს განსაზღვრული, მისი გაცემიდან წარდგენამდე სამ წელზე მეტი არ უნდა იყოს გასული.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203