მასშტაბური შემოწმებები საბავშვო ბაღებში - პერსონალის მზადყოფნა და სამზარეულოები 2 ათასამდე სააღმზრდელო დაწესებულებაში გაკონტროლდება
10-09-2026

სურსათის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელს 1 886 საბავშვო ბაღს ამოწმებს - მათ შორის 1 645 საჯაროა და 241 კერძო. სააღმზრდელო წლის დაწყებამდე კვების ბლოკები და სამზარეულოები შემოწმდება.

როგორ ხვდებიან სკოლამდელი დაწესებულებები ახალ სააღმზრდელო წელს და რამდენად უსაფრთხოა ბავშვებისათვის ის გარემო, სადაც მათთვის საკვები მზადდება - სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ვითარებას დეტალურად ეცნობიან და რეკომენდაციებს გასცემენ.

ზოგადი ჰიგიენა, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, ინვენტარი და აღჭურვილობა, სათანადო ტემპერატურული რეჟიმი, უვნებელი სასმელი წყალი, პერსონალის მზადყოფნა ის აუცილებელი პირობებია, რომლებიც საბავშვო ბაღების კვების ბლოკებმა უნდა დააკმაყოფილოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203