
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ლიტერატურულ სივრცეში 2026/2027 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომა დალოცა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მოულოცა სკოლა - გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ.
სხდომაზე პედაგოგებმა ახალი სასწავლო წელი დაგეგმეს და დასახულ მიზნებზე ისაუბრეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სხდომაზე განხილული იქნა ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებული გასათვალისწინებელი და განსახორციელებელი საქმიანობის დეტალები.
შეხვედრამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
გიმნაზია უსურვებს ყველას წარმატებულ და სიახლეებით სავსე სასწავლო წელს.