პედაგოგებმა პროექტები უნდა წარადგინონ - მასწავლებლის სახლი დეტალებზე
13-09-2026

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროექტის „მეტი STEAM ჩვენს სკოლაში“ ფარგლებში, პროექტში ჩართულ მასწავლებლებთან და მათ მოსწავლეებთან პირისპირ შეხვედრების ციკლი დაიწყო.

შეხვედრების მიზანია მონაწილეებისთვის მეთოდური დახმარების გაწევა STEAM პროექტების თემატიკის შერჩევისა და შექმნის პროცესში, რაც მათ სასწავლო პროცესში გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობის, ტექნოლოგიებისა და სხვა პრაქტიკული და ინოვაციური პროექტების განხორციელებაში დაეხმარება.

ციკლის პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის STEAM ლაბორატორიაში სოფელ აღაიანის საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებთან და მათ მოსწავლეებთან.

ამჟამად, პროექტში „მეტი STEAM ჩვენს სკოლაში“ საქართველოს მასშტაბით 175 საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებელი მონაწილეობს. ისინი ფესტივალზე მოსწავლეებთან ერთად განხორციელებულ STEAM პროექტებს წარადგენენ.

პროექტში მონაწილე ყველა მასწავლებელს აქვს ინდივიდუალურ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის შესაძლებლობა. შეხვედრის ჩასანიშნად საჭიროა დაუკავშირდეთ STEAM მიმართულების ხელმძღვანელს ელექტრონულ ფოსტაზე: k.jgenti@tpdc.ge

პროექტის დასკვნით ეტაპზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკონკურსოდ შექმნილი პროექტების რეგიონული გამოფენები და პრეზენტაციები მოეწყობა. რეგიონულ ტურებზე შეფასების შედეგად შერჩეული საუკეთესო პროექტები კი მასწავლებელთა ეროვნულ კონფერენციაზე იქნება წარდგენილი.

სამი საუკეთესო პროექტის ავტორი მასწავლებლები და მათი მოსწავლეები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან. პროექტში მონაწილე ყველა პედაგოგსა და მოსწავლეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203