„ავტორი ვარ! არ იცით, როგორი ეროვნული მუხტია ისტორიის სახელმძღვანელოებში“
10-09-2026

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სულ უფრო აქტუალური ხდება ახალი სახელმძღვანელოების საკითხი, რომლებიც 1-ელი, მე-7 და მე-10 კლასების მოსწავლეებმა უნდა მიიღონ. მიუხედავად იმისა, ოფიციალურად ავტორთა ვინაობა გასაჯაროებული არ არის, არაერთხელ ითქვა, რომ ისტორიის სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი გიორგი კალანდია იქნებოდა.

ეს ინფორმაცია მან სატელევიზიო ეთერში ახლახან დადასტურა და აღნიშნა:

„არ იცით როგორი ეროვნული მუხტია! იამაყებს ბავშვი, რომ ქართველია. ისე გამოვიარეთ დამოუკიდებლობის პერიოდი, ბავშვები არ სწავლობდნენ აფხაზთა მეფეებს, ახლა კი ამის შესაძლებლობა მიეცემათ“.

P.S. თუმცა აქამდე, გრიფირებულ სახელმძღვანელოებში აფხაზეთის სამეფოსა და მეფეების შესახებ გადმოცემული ნამდვილად იყო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203