
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ქიმიის სწავლება მე-8 კლასის ნაცვლად მე-7 კლასიდან დაიწყება.
საშინაო, შემაჯამებელი და საკლასო დავალებები ისევ სავალდებულოა - რა შეიცვალა ესგ-ს მიხედვით
გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, მე-7 კლასის მოსწავლეები „მსოფლიო ისტორიასა“ და „საქართველოს ისტორიას“ ცალ-ცალკე საგნად შეისწავლიან.
2026 წლის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დამტკიცდა - რა იცვლება სკოლებში
„ისტორია მოიცავს საგანს „მსოფლიოს ისტორია“ და ისწავლება VII კლასში, საგანს „ისტორია“ და ისწავლება VIII-IX და XI-XII კლასებში და საგანს „საქართველოს ისტორია“ და ისწავლება VII და X-XII კლასებში. ასევე, სამოქალაქო განათლება (მოიცავს „მოქალაქეობას“ - VII-XII კლასები და სავალდებულო პროექტებით სწავლება – XI-XII კლასები)“, - ნათქვამია დოკუმენტში.