„გვიყვარხართ, გვეამაყებით და გვჯერა თქვენი!“- სამთაწყაროს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით ჩაირიცხნენ
08-09-2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური და პედაგოგები მომავალ თაობას ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევენ, რაც კარგი საფუძველია იმისთვის, რომ კურსდამთავრებულებმა წარმატებით ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები და სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელონ. 

წელსაც, სკოლის კურსდამთავრებულებმა წარმატებით მოიპოვეს სტუდენტის სტატუსი და სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ.

სკოლაში ახალგაზრდების წარმატებით ხარობენ და მათ სტუდენტობას დიდი სიყვარულით ულოცავენ. 

„სკოლის ზარიდან სტუდენტობის ახალი გზისკენ!

სიხარულითა და განსაკუთრებული სიამაყით ვულოცავთ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებასა და სტუდენტობას!

თქვენი მონდომება, შრომა და მიზანდასახულობა ღირსეულად დაგვირგვინდა. დღეს უკვე ცხოვრების ახალი, საინტერესო და შესაძლებლობებით სავსე ეტაპის წინაშე დგახართ. დაე, სტუდენტობის წლები იქცეს ცოდნის, აღმოჩენების, მეგობრობისა და დიდი წარმატებების დაუვიწყარ პერიოდად!

კლასის დამრიგებელი ქალბატონი ფიქრია ბუჩუკური, სკოლის დირექტორი ქალბატონი ეკატერინე ჩიტაური და სრულიად სასკოლო საზოგადოება მთელი გულით გილოცავთ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას!

გვჯერა, რომ მომავალშიც არაერთხელ გაგვახარებთ თქვენი მიღწევებით და ღირსეულად წარმოაჩენთ მშობლიურ სკოლას.

გისურვებთ ნათელ, ლამაზ და წარმატებულ მომავალს! იარეთ თავდაჯერებით. თქვენი საუკეთესო გზა ახლა იწყება! გვიყვარხართ, გვეამაყებით და გვჯერა თქვენი!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203