„თქვენი წარმატება ჩვენი სკოლის სიამაყეა!“ - არხილოსკალოს საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ 
08-09-2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ სასწავლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ.

სკოლაში მათ გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, დღეს კი მათი წარმატებით ხარობენ და კურსდამთავრებულებს სტუდენტობას დიდი სიყვარულით ულოცავენ. 

„სიხარულითა და სიამაყით ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს!

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლისთვის დღეს განსაკუთრებულად ბედნიერი დღეა - ჩვენი XII კლასის კურსდამთავრებულებმა წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები და გახდნენ სტუდენტები.

განსაკუთრებით გვახარებს, რომ თითოეული მათგანი ჩაირიცხა მისთვის სასურველ სასწავლებელში. ეს არის მათი შრომის, მიზანდასახულობის, მონდომებისა და სკოლის, მასწავლებლებისა და ოჯახების მხარდაჭერის შედეგი.

სკოლის დირექცია, სკოლის დირექტორი მაია სიმონიძე და სრულიად სასკოლო საზოგადოება ულოცავს ჩვენს ახალგაზრდებს ამ დიდ წარმატებას.

ძვირფასო კურსდამთავრებულებო, გისურვებთ წარმატებულ სტუდენტობას, ნათელ მომავალს, ღირსეულ არჩევანს და კიდევ ბევრ გამარჯვებას ცხოვრების ახალ გზაზე.

თქვენი წარმატება ჩვენი სკოლის სიამაყეა!“,- ვკითხულობთ მოსალოც წერილში.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექცია და პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ, რაც, რა თქმა უნდა, კურსდამთავრებულთა მიღწევებზე აისახება.  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203