ბუშეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები მასწავლებლებთან ერთად სამცხე-ჯავახეთში სამდღიან ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
17-07-2018
ბუშეტის საჯარო სკოლის მე-7 და მე-11 კლასის 30 მოსწავლე, მათ მასწავლებლებთან ერთად სამცხე-ჯავახეთში სამდღიან ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
აქტივობა კოალიცია „განათლება ყველასათვის საქართველო“-სა და „World Vision Georgia“-ს კახეთის სამხარეო პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა.
მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა რაბათი, აბასთუმნის ობსერვატორია, ვარძია, ზარზმა, საფარა, მწვანე მონასტერი და ბორჯომის ცენტრალური პარკი დაათვალიერეს.
ბუშეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და სოფლის მოსახლეობა კიდევ ერთხელ დიდ მადლობას უხდის კოალიციას - „განათლება ყველასათვის-საქართველო“-ს და „World Vision Georgia“-ს იმ ლამაზი დღეებისა და სიხარულისთვის, რომელიც მათ ბავშვებს აჩუქეს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის