
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ სასწავლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ.
სკოლაში ახარებთ, რომ მათმა მრავალწლიანმა შრომამ შედეგი გამოიღო, ამაყობენ ახალგაზრდების მიღწევებით და წარმატებულ კურსდამთავრებულებს გვაცნობენ:
სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ.
„ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, ვულოცავთ სტუდენტობას და ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლას.
გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას, საინტერესო აღმოჩენებს, დიდ მიზნებს და მათ ასრულებას.
ყოველთვის იამაყეთ იმ სკოლით, სადაც თქვენი ცხობრების მნიშვნელოვანი წლები გაატარეთ.
სიყვარულით სკოლის დირექცია და პედაგოგიური გუნდი“,- აღნიშნავენ სკოლაში.