
სწავლის დაწყებამდე სკოლებმა გარკვეული ინფორმაცია უნდა ასახონ ელექტრონულ ჟურნალში, მათ შორის, საგაკვეთილო განრიგი.
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა სასწავლო წლის დაწყებამდე დროულად ასახონ საგაკვეთილო განრიგი ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool)“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საგაკვეთილო განრიგის ასახვისას გასათვალისწინებელია, რომ გაკვეთილის დამატების თარიღის მიუხედავად, ელექტრონულ ჟურნალში გაკვეთილის დაწყების თარიღად განისაზღვრება 2026 წლის 15 სექტემბერი.
ასევე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) დროულად უნდა უზრუნველყონ განაყოფების შექმნა და განაყოფებში მოსწავლეების გადანაწილება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული ინფორმაცია, რათა ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ელექტრონული ჟურნალის გამოყენება თქვენთვის მაქსიმალურად მარტივი და შეუფერხებელი იყოს.