სამტრედიის N10 სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - მოსწავლეები განახლებული საგანმანათლებლო სივრცით მე-2 სემესტრიდან ისარგებლებენ
08-09-2026
 

სამტრედიის N10 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის ფარგლებში სკოლაში არსებული სივრცეები სრულად მოწესრიგდება. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული საგანმანათლებლო გარემო შეიქმნება. სამუშაოები მეორე სემესტრის დაწყებამდე დასრულდება.

მიმდინარე სამუშაოები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუასთან, პირველ მოადგილე ამირან თევდორაძესთან, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ თინათინ ხარძიანთან და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

„მე-10 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ. ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს როგორც ახალგაზრდებისთვის კომფორტული პირობების შექმნას, ასევე სასწავლო პროცესისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას. არსებული გეგმის მიხედვით, სამუშაოები მეორე სემესტრის დაწყებამდე დასრულდება“, - აღნიშნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203