ახალი ეროვნულის ასწავლო გეგმის დოკუმენტი დამტკიცდა, რომელიც არაერთ ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის ცვლილებები შეეხო მოსწავლეთა შეფასების კომპონენტს.
2026 წლის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დამტკიცდა - რა იცვლება სკოლებში
დოკუმენტის მიხედვით, სემესტრის განმავლობაში საჯარო სკოლის მოსწავლე შეფასდება შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით: ა) მიმდინარე საშინაო დავალება; ბ) მიმდინარე საკლასო დავალება; გ) შემაჯამებელი დავალება. კომპონენტებს ერთნაირი წონა ექნებათ, არადა ჯერ კიდევ 2023 წელს, განათლების მაშინდელმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა სარეკომენდაციო ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში აღნიშნული კომპონენტების სავალდებულოობა გააუქმა: გაუქმდა შემაჯამებელი, საშინაო და საკლასო დავალებები - ცვლილება ესგ-ში
ახალი დოკუმენტით, ასევე თუ მოსწავლეს კლასში რომელიმე საგანში აქვს 5.0-ზე დაბალი წლიური შეფასება, სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს შესთავაზოს რემედიაციის პროგრამა საშემოდგომო გამოცდის ჩატარებამდე.
ახალ ესგ-ში ვკითხულობთ:
სემესტრის განმავლობაში საჯარო სკოლის მოსწავლე ფასდება შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით:
ა) მიმდინარე საშინაო დავალება;
ბ) მიმდინარე საკლასო დავალება;
გ) შემაჯამებელი დავალება.
კომპონენტებს ერთნაირი წონა აქვს“.