„ვამაყობთ, ჩვენი მოსწავლით!“- ტყიბულის N2 სკოლის მოსწავლე ავთანდილ ქურციკიძემ ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდა წარმატებით ჩააბარა
08-09-2026

ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა წახალისებით, ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი აქტიურად არიან ჩართული სხადასხვა საგანმანათლებლო პროექტებსა თუ ინიციატივებში. 

ამჯერად, სკოლაში ავთანდილ ქურციკიძის წარმატებითა და მონდომებით ხარობენ ხარობენ. 

ავთანდილ ქურციკიძემ, მონაწილეობა მიიღო კემბრიჯის ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდაში - FCE for Schools-ში და  და ინგლისური ენის ცოდნის B2 დონე წარმატებით დაადასტურა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი გამოცდილება და დიდი ნაბიჯია ცოდნისა და შესაძლებლობების განვითარების გზაზე. 

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვამაყობთ ჩვენი მოსწავლით! 

ვულოცავთ ავთანდილს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ ბევრ გამარჯვებას, ახალ შესაძლებლობებსა და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მომავალში! 

გვჯერა, რომ მისი შრომისმოყვარეობა და მონდომება არაერთ წარმატებულ შედეგს მოუტანს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203