მასწავლებლებს ყოველთვიური ანგარიშის მომზადება ევალებათ - რომელ მოსწავლეებს ეხებათ ზოგადი განათლების მიღების ახალი წესი
27-09-2026

არასრულწლოვნებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ ზოგადი განათლების მიღების წესი დამტკიცდა, რომელიც განსაზღვრავს არასრულწლოვანის ზოგადი განათლების მიღების წესთან და სახლში (არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლი) მიმდინარე სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს.

სახლში არასრულწლოვანის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელით, რომელშიც არასრულწლოვანი ირიცხება, უზრუნველყოფს განათლების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომ - სკოლა).

სკოლის მასწავლებელი, მათ შორის, სპეციალური მასწავლებელი, არასრულწლოვანს ასწავლის იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელით, რომელშიც არასრულწლოვანი ირიცხება.

რაც შეეხება მოვალეობებს, მასწავლებელი:

ა) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შესაბამისი საგნის/საგნების სწავლებას განათლების სამინისტროს მიერ ცენტრთან წინასწარ შეთანხმებული მასწავლებლის მუშაობის გრაფიკის შესაბამისად;

ბ) არასრულწლოვანის აკადემიური მიღწევების შეფასებას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად;

გ) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად არასრულწლოვანის გაცდენების აღრიცხვას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ელექტრონულ ჟურნალში;

დ) ექსტერნატის, სემესტრული, წლიური ან/და საშემოდგომო გამოცდების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩატარებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ე) ყოველთვიური ანგარიშის მომზადებასა და სკოლისთვის წარდგენას.

სკოლის სპეციალური მასწავლებელი „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21 თებერვლის №16/ნ ბრძანების შესაბამისად ახორციელებს თავის საქმიანობას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის მხარდაჭერის მიზნით.

ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება კი, რომელშიც არასრულწლოვანი ირიცხება, უზრუნველყოფს:

ა) განათლების სამინისტროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, განათლების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში სწავლებაზე არასრულწლოვანის გადაყვანასა და ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ამ პირის შესახებ არასრულწლოვანის სტატუსის მითითებას;

ბ) ელექტრონულ ჟურნალში ასახული ინფორმაციის საფუძველზე არასრულწლოვანის კლასიდან კლასში გადაყვანას;

გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203