
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიაგეორარხის საჯარო სკოლაში სკოლაში ახალ სასწავლო წელს ოთხ პირველკლასელს ელოდებიან.
როგორც სკოლის დირექტორმა ფარმან გურბანოვმა აღნიშნა, პატარებს სკოლაში, ტრადიციულად, საზეიმო გარემო დახვდებათ. პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სახელმძღვანელოები და რვეულები.
შეხვედრაზე ასევე მოსწავლეებს გააცნობენ პრემიერ-მინისტრის შესაბამის ბრძანებას, რომელიც გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებას ემსახურება და მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს დარგონ ნერგი და მის ზრდასა და განვითარებას დააკვირდნენ.
საზეიმო ღონისძიების შემდეგ პირველკლასელები სპეციალურად მორთულ საკლასო ოთახში გადაინაცვლებენ და სასწავლო წელს ამაღლებული განწყობით დაიწყებენ. მათ განათლებაზე კი პროფესიონალი პედაგოგები იზრუნებენ, რომლებიც სასწავლო პროცესის გასაახლებლად სრულ მზადყოფნაში არიან.
წელს პირველად, ახალ სასწავლო წელს პატარები სასკოლო ფორმებითა შეხვდებიან. ფორმები უკვე შეძენილია და, დირექტორის თქმით, ის მოსწავლეებსა და მშობლებს განსაკუთრებით მოსწონთ.
„ძალიან გვიხარია, რომ სკოლაში ყველა მოსწავლე ერთნაირი ფორმით ივლის. ვფიქრობ, ეს აუცილებელია და მიხარია, რომ ასე გადაწყდა“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა.