
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას აძლევს, რაც კურსდამთავრებულთა მიღწევებზე აისახება. სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს.
მათ შორისაა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის 2025-2026 წლის წარჩინებული კურსდამთავრებული და ოქროს მედალოსანი საბა საჯაია.
სკოლაში ასევე გვაცნობენ დიტო ახალაიას, რომელმაც განმუხურის საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. დიტომ ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და უმაღლესი ქულებით ჩაირიცხა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე.
ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და უმაღლესი ქულებით, პირველივე პრიორიტეტით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხა კესარია ბერანძე, რომელიც განმუხურის საჯარო სკოლის ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებულია.
ასევე, განმუხურის საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული და ოქროსმედალოსანი ნია ჭაფანძე, უმაღლესი ქულებით ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე.
ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და უმაღლესი ქულებით ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, განმუხურის საჯარო სკოლის ვერცხლისმედალოსანი ანი ჭაფანძე.
სკოლაში ახარებთ, რომ მათმა მრავალწლიანმა შრომამ შედეგი გამოიღო, ამაყობენ ახალგაზრდების მიღწევებით და კურსდამთავრებულებს წარმატებულ და ნათელ მომავალს უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: