
განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის 2026-2027 სასწავლო წლის საბოლოო, სავალდებულო საათობრივი ბადე გამოაქვეყნა.
ძველ (პირველად) ვერსიასთან შედარებით, ეს არის ოფიციალურად დამტკიცებული ვარიანტი, რომელმაც დაკარგა სარეკომენდაციო ხასიათი.
ეროვნული სასწავლო გეგმის საბოლოო დოკუმენტის მიხედვით, მთავარი ცვლილებები და სიახლეები: პირველი კლასი: ახალი ბადით პირველი უცხო ენა (ინგლისური) I კლასიდან აღარ ისწავლება. ამასთანავე, I კლასში გაძლიერდა საბაზისო საგნები — ქართულ ენასა და ლიტერატურას დაემატა 1 საათი, ხოლო მათემატიკას — 1.5 საათი.
პირველკლასელებს ჯამში ყველაზე ნაკლები კვირეული დატვირთვა აქვთ (24-25 საათი). მე-7 კლასი: მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილება შეეხო ისტორიას — „საქართველოს ისტორიამ“ სრულად ჩაანაცვლა მსოფლიო ისტორია და მას მე-7 კლასში 2 საათი დაეთმო. ასევე, ამ საფეხურზე შეიცვალა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ფორმატი. მე-10 კლასი: პირველ უცხო ენას (ინგლისურს) დაემატა 1 საათი. საერთო დატვირთვა: მაქსიმალური კვირეული დატვირთვა განსაზღვრულია IX, X და XI კლასებში და ის შეადგენს 34 საათს.
იხილეთ საათობრივი ბადე