ახალი სასწავლო წლის დაწყებისა და დასრულების თარიღები - ვისთვის მოქმედებს გამონაკლისი
05-09-2026

სექტემბრის დადგომასთან ერთად, საქართველოში ათასობით მოსწავლისა და მშობლისთვის აქტუალურია კითხვა - როდის იწყება სკოლა? ქვეყნის მასშტაბით მოქმედი საგანმანათლებლო რეგულაციები ზუსტად განსაზღვრავს როგორც სწავლის დაწყების თარიღს, ისე იმ კრიტერიუმებს, რომლებსაც მომავალი პირველკლასელები უნდა აკმაყოფილებდნენ.

საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება. ამავე დღეს იწყება სააღმზრდელო პროცესი ქვეყნის მასშტაბით არსებულ საბავშვო ბაღებშიც.

აღსანიშნავია, რომ სასწავლო წელი იყოფა ორ სემესტრად და ოფიციალურად 15 ივნისს სრულდება, თუმცა აქ მოქმედებს გამონაკლისები კონკრეტული საფეხურებისთვის:

პირველკლასელები სწავლას ასრულებენ უფრო ადრე, 27 მაისს; ​დამამთავრებელი (მე-12) კლასის მოსწავლეები - 20 მაისს; ​II-დან XI კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სასწავლო წელის 15 ივნისს სრულდება.

რაც შეეხება კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, არსებული კანონმდებლობით, სასწავლო წლის დაწყებისა და დასრულების თარიღს თავად განსაზღვრავენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203