სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის 9 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებას დაიწყებს სასკოლო მზაობის ჯგუფები. პროექტის მიზანია სასკოლო მზაობისა და დაწყებითი განათლების ეტაპების ერთმანეთთან დაკავშირებას.
აღნიშნულ სასკოლო მზაობის ჯგუფებში რეგისტრაციის მსურველებმა, შესაბამისი განცხადება 12 სექტემბრამდე უნდა გამოგზავნონ სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე, saagentoskancelaria@gmail.com.
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ შესაბამისად, სასკოლო მზაობის პროგრამის ხანგრძლივობა დღეში შეადგენს 3 საათს.
1. თბილისის აკაკი კივილაძის სახელობის ქალაქ თბილისის №8 საჯარო სკოლა
2. ქალაქ თბილისის №132 საჯარო სკოლა
3. ქალაქ თბილისის №108 საჯარო სკოლა
4. ქალაქ თბილისის №145 საჯარო სკოლა
5. ქალაქ თბილისის №168 საჯარო სკოლა
6. ქალაქ თბილისის №215 საჯარო სკოლა
7. ქალაქ თბილისის №169საჯარო სკოლა
8. ქალაქ თბილისის №92 საჯარო სკოლა
9. ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №212 საჯარო სკოლა