ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში აგრძელებენ
04-09-2026

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულები საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ. 

GAHS-ის 2026 წლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული თუ საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში მისაღები გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და საამაყო შედეგებიც აჩვენეს. 

ყველაზე მეტი კურსდამთავრებული სწავლას გააგრძელებს:

  • კავკასიის უნივერსიტეტში;
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში;
  • თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში.

 ყველაზე პოპულარული მიმართულებები:

  •  ბიზნესის ადმინისტრირება;
  •  სამართალი;
  •  PR და კომუნიკაცია.

ამასთან, სკოლის კურსდამთავრებულების მნიშვნელოვანი ნაწილი აკადემიურ გზას საერთაშორისო უნივერსიტეტებში, მსოფლიოს 6 ქვეყანაში გააგრძელებს.

სკოლის დირექცია და პედაგოგები ხარობენ კურსდამთავრებულთა მიღწევებით და მათ წარმატებულ და ნათელ მომავალს უსურვებენ. 

„ეს შედეგები ჩვენი მოსწავლეების შრომის, მიზანდასახულობისა და მრავალფეროვანი აკადემიური ინტერესების მნიშვნელოვანი გამოხატულებაა.

ვამაყობთ ჩვენი Class of 2026-ით და ვუსურვებთ თითოეულ კურსდამთავრებულს წარმატებას ახალ აკადემიურ გზაზე!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203