
ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის 2026 წლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ სასწავლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ.
სკოლაში მათ გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, დღეს კი ამაყობენ ახალგაზრდების მიღწევებით და გვანცა აბუსელიძეს, თათია თურმანიძეს, ლუკა კარალიძეს, საბა გოლიაძეს, გიორგი მალაყმაძეს, მარიამ ბაკურიძეს, ლელა ბერიძესა და ამირან ბოლქვაძეს სტუნდეტობას ულოცავენ.
სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას, წარმატებულ კარიერასა და ნათელ მომავალს უსურვებენ.
„გიმნაზია უდიდესი სიხარულით ულოცავს თავის კურსდამთავრებულებს ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას - სტუდენტობას!
თქვენ წარმატებით გადალახეთ ერთი დიდი ეტაპი და შეაბიჯეთ ცხოვრების ახალ, საინტერესო და საპასუხისმგებლო გზაზე. გვჯერა, რომ ჩვენს გიმნაზიაში მიღებული ცოდნა, სულიერი ღირებულებები და ქრისტიანული სიყვარული იქნება თქვენი მყარი საყრდენი და გზამკვლევი უმაღლეს სასწავლებლებში.
გვეამაყებით და მუდამ თქვენი გულშემატკივრები ვართ!“ - აღნიშნულია სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.