
თბილისის N142 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ანანო ბარბაქაძე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის TOP 10-ში მოხვდა და სწავლა სრულად დაუფინანსდა.
ანანო ბარბაქაძე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას.
სკოლის დირექცია კურსდამთავრებულს წარმატებას ულოცავს და უსურვებს, რომ ეს მნიშვნელოვანი მიღწევა მისი აკადემიური და პროფესიული გზის წარმატებული დასაწყისი იყოს.
„ვულოცავთ, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულს - ანანო ბარბაქაძეს TOP10- ში მოხვედრას რაც იმას ნიშანვს, რომ ანანოს სრულად დაუფინანსდა სწავლა“,- აღნიშნავენ სკოლაში და ხარობენ კურსდამთავრებულის წარმატებით.