
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკები სკოლებში აღდგენითი მიდგომის მიმართულებით ინტენსიურ ტრენინგს გადიან. გადამზადება სოციალური მუშაობის კომპონენტით წარმოდგენილ სკოლებში აღდგენითი მიდგომის დამკვიდრების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
ტრენინგის მიზანია სოციალური მუშაკების პროფესიული უნარების გაძლიერება და სკოლებში აღდგენითი პრაქტიკის ეფექტიანად გამოყენებისთვის მათი მომზადება. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ აღდგენითი პრაქტიკის ძირითად პრინციპებს, ინსტრუმენტებს და იმუშავეს სკოლებში მათი გამოყენების პრაქტიკულ საკითხებზე.
აღდგენითი მიდგომის დამკვიდრების პროგრამის მიზანია სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენცია და მათი ეფექტიანი მართვა. მიდგომა ორიენტირებულია არა დასჯასა და სანქციაზე, არამედ ურთიერთობების აღდგენაზე, კონფლიქტში ჩართული მხარეების საჭიროებების გააზრებასა და მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციაზე.
სოციალური მუშაკების გადამზადება ხელს შეუწყობს პროგრამის ეფექტიან განხორციელებასა და სკოლებში უსაფრთხო, მხარდამჭერი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემოს გაძლიერებას.