
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N1 საჯარო სკოლაში 2026 წლის კურსდამთავრებულთა წარმატებით ხარობენ.
წელს, დილისკის N1 სკოლა 33-მა მოსწავლემ დაამთავრა, მათ შორის 14-მა მედალოსანმა.
33 კურსდამთავრებულიდან 21 წარმატებით ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებლებში: 5 ერევანში აგრძელებს სწავლას, 16 კი საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხა. ასევე ორმა მათგანმა სწავლა პროფესიულ სასწავლებელში გააგრძელა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, სირუშო ეზოიანის, წარმატება. მან ზოგადი უნარების გამოცდაზე 68 ქულა დააგროვა. მაღალი შედეგები აჩვენეს სხვა კურსდამთავრებულებმაც.
კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას.
სკოლაში ახარებთ ახალგაზრდების შედეგები, მოტივაცია და სასწავლო შემართება და მათ უნივერსიტეტების წარმატებით დასრულებას და ნათელ მომავალ უსურვებენ.
„სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის პედაგოგები ამაყობენ თითოეული კურსდამთავრებულის მიღწევებით და უსურვებენ მათ წარმატებულ მომავალს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.